მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიმინალი არ გაზრდილა, დანაშაული 10%-ით შემცირდა - ვახტანგ გომელაური

5fdc5914ed6c6
ინგა მურუსიძე
18.12.20 11:22
925

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს გასულ წელთან შედარებით დანაშაული 10%-ით შემცირდა.

გომელაურმა „მთავრობის ანგარიში ხალხს“ ფარგლებში საზოგადოებას დანაშაულის სტატისტიკა გააცნო.

„2020 წლის დანაშაულის სტატისტიკაზე ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ კრიმინალმა მოიმატა. სტატისტიკური მანაცემებით შეიძლება ითქვას, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმარული. გასულ წელთან შედარებით დანაშაული შემცირდა 10%-ით.

ყაჩაღობა შემცირდა 42%-ით, გამოძალვა - 34%-ით, ძარცვა 25%-ით, ქურდობა - 12%-ით, ბინების გაქურდვა - 28%-ით, მკვლელობის მცდელობა - 5%-ით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, არის დანაშაულები, სადაც არის მატებაც, მათ შორის კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით,  ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით,  მკვლელობამ 11%-ით, ხოლო ყაჩაღობამ 42%-ით.