კრიპტო ATM აპარატების უმსხვილესი ოპერატორი Cash Cloud-ი გაკოტრდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა კომპანიამ თავის გაკოტრებულად გამოცხადების გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო.
Cash Cloud-ის ინფორმაციით, კომპანიის ანგარიშზე ამჟამად 50 მილიონი დოლარის აქტივებია; ვალდებულებების მოცულობა კი 500 მილიონ დოლარს აღწევს, რაც ვალისა და აქტივების შეფარების კრიტიკული ზღვარია.
კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 5,000-მდე ATM აპარატი აქვს განთავსებული, მათი მეშვეობით კი მომხმარებლები კრიპტოვალუტების მარტივად ყიდვის შესაძლებლობას იღებენ.
აღსანიშნავია, რომ Cash Cloud-ის კრიპტომატების ბიზნესი აშშ-ის მასშტაბით შემოსავლების გენერირებას მდგრადად ახერხებდა. კომპანიის გაკოტრება კი რეალურად კრიპტობანკის, Genesis-ის გაკოტრებამ გამოიწვია, რომელსაც Cash Cloud-ის ვალი ჰქონდა 110 მილიონი დოლარის მოცულობით.
მსოფლიოს მასშტაბით 40,000-მდე კრიპტომატია დამონტაჟებული, Cash Cloud-ი კი ამ ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე იყო.