მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოაქტივების ფასები შემცირდა

63d0f99100316
გიორგი თოლორდავა
25.01.23 13:50
524
ერთკვირიანი უწყვეტი აღმასვლის შემდეგ, საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია ერთ დღეში თითქმის 3%-ით შემცირდა და ამჟამად აღნიშნული მაჩვენებელი 1.03 ტრილიონს შეადგენს.

ბიტკოინის ფასი 1.4%-ით, 22,600-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, კაპიტალიზაცია კი 436 მილიარდის ფარგლებშია.

ეთერიუმის ღირებულება 5.2%-ითაა შემცირებული და კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია 190 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ ეთერიუმის შეძენა ბირჟაზე ამჟამად 1,540 დოლარადაა შესაძლებელია.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, მათი ღირებულება ერთ დღეში საშუალოდ 7-8%-ით დაეცა.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირდება პირდაპირ თანხვედრაშია საფონდო ბირჟების დაღმასვლასთან - გასულ 24 საათში ძირითადი საფონდო ინდექსები საშუალოდ 1%-ით შემცირდა.