22.ნოემბერი .2022 13:52

კრიპტობანკი Genesis Global-ი გაკოტრების ზღვარზეა

კრიპტობანკი Genesis Global-ი გაკოტრების ზღვარზეა
views 677
უკან

კრიპტოინდუსტრია მორიგი გამოწვევის წინაშეა - კომპანია Genesis Global-ი, რომელიც ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებს, გაკოტრების ზღვარზეა.

Genesis-ის წარმომადგენლობის განმარტებით, კრიპტობირჟა FTX-ის კოლაფსის გამო, ბანკმა დიდი ზარალი განიცადა და ის ამჟამად ლიკვიდობის კრიზისის წინაშეა.

Genesis-ის მენეჯმენტმა უკვე მიმართა ინვესტორებს დამატებით 1 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის მოსაზიდად, რათა კომპანიამ გადარჩენა შეძლოს, თუმცა თუ ინვესტორები ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, კრიპტო ბანკს გაკოტრების გამოცხადება მოუწევს.

Genesis Global-ი ერთ-ერთი პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელიც უშუალოდ FTX-ის კოლაფსს ეწირება.

ექსპერტების შეფასებით, Genesis-ის მსგავსი კომპანიების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რაც კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე ზეწოლას გაზრდის. ამ ნეგატიური პროგნოზის საფუძველი კი ის ფაქტია, რომ გაკოტრებულ FTX-ს $3 მილიარდამდე ვალდებულებები ჰქონდა, თავად ტრეიდინგ პლატფორმაზე კი მილიარდობით დოლარის აქტივები ინახებოდა, რომელთან წვდომაც ახლა უკვე მომხმარებლებს, ინვესტორებსა და, მათ შორის, კომპანიებს აღარ აქვთ.

რეალურად რამ გამოიწვია კრიპტობირჟა FTX-ის კოლაფსი?