კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის ძლიერი ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათში ფასების საერთო ინდექსი თითქმის 3.5%-ით გაიზარდა, ბირჟის კუმულატიურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ანუ ყველა კრიპტოაქტივის ერთობლივმა ღირებულებამ კი $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა, რაც ორთვიანი მაქსიმუმია.
ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ღირებულება 9.3%-ით გაიზარდა, ამჟამად მისი სავაჭრო ფასი კი 22,400 დოლარს შეადგენს. რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ეთერიუმის ღირებულება თითქმის 30%-ითაა გაზრდილი, ერთი ETH-ის ფასი კი ამჟამად 1,500 დოლარს აღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე თვე მსხვილი კრიპტოკომპანიების - Celsius-ის, Three Arrows Capital-ისა და Voyager Digital-ის კოლაფსითა და გაკოტრებით იყო გამორჩეული, ბირჟამ ფსიქოლოგიური $20,000-იანი ნიშნულის შენარჩუნება მოახერხა, რასაც ტრეიდერები დადებით მოვლენად აფასებენ, რადგან ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბირჟა ნეგატიურ სიახლეებზე შედარებით ნაკლებად რეაგირებს, ანუ იმ ინვესტორთა წილი, რომლებიც აქტივების ყიდვის ან გაყიდვის გადაწყვეტილებას მიმდინარე სიახლეების მიხედვით იღებენ, სულ უფრო მეტად მცირდება.
გასულ ოთხ დღეში დაფიქსირებული აღმასვლის ტენდენცია გლობალური მაკროეკონომიკური რისკების გააზრებასთან და ვითარების შედარებით დასტაბილურებასთანაა დაკავშირებული. ინფლაციისა და მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკები, უმეტესწილად, უკვე ასახულია ფასებზე - ინვესტორები აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის ზრდას 75-100 საბაზო პუნქტით პროგნოზირებენ; ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ კი შედარებით მსუბუქი 0.25-0.50%-იანი ინტერვენციაა ნავარაუდევი.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებული აღმასვლის ტენდენციის ფაქტორიც: ბოლო სავაჭრო სესიაზე, პარასკევს, აშშ-ის უმსხვილესი 500 კომპანიის აქციების (S&P 500) ღირებულება თითქმის 2%-ით გაიზარდა; Nasdaq-ის ინდექსი 1.8%-ითაა გაზრდილი; Dow Jones-ის ღირებულებამ კი 2.1%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ კრიპტო და საფონდო ბირჟებს შორის ცალსახა კორელაცია არსებობს - ზოგადი ბირჟის აღმასვლა დადებით გავლენას ახდენს კრიპტოაქტივების ფასებზე, შემცირება კი - პირიქით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი