06.სექტემბერი .2022 12:56

კრიპტობირჟა BINANCE-მა კომპანია COINBASE-ის სტეიბლკოინი აკრძალა

კრიპტობირჟა BINANCE-მა კომპანია COINBASE-ის სტეიბლკოინი აკრძალა
views 787
უკან

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტული პირველი კრიპტო კომპანია Coinbase მორიგი გამოწვევის წინაშეა - მსოფლიოს წამყვანმა კრიპტობირჟა Binance-მა უმსხვილესი სტეიბლკოინებით ვაჭრობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის USDC-ით.

საქმე იმაშია, რომ USDC კომპანია Coinbase-სა და Circle-ს ეკუთვნით, Binance-ის გადაწყვეტილება კი სწორედ მათ წინააღმდეგაა მიმართული.

29 სექტემბრიდან USDC-ით, USDP-ითა და TUSD-ით ტრეიდინგი შეიზღუდება, მათში განთავსებული აქტივები კი ავტომატურად კონვერტირდება Binance-ის საკუთარ სტეიბლკოინ BUSD-ში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შედეგად, მსოფლიოს რიგით მეოთხე უმსხვილესი კრიპტოვალუტა USDC, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 52 მილიარდ დოლარს შეადგენს, ყველაზე პოპულარული ბირჟიდან უბრალოდ გაქრება, რაც მასზე მოთხოვნას მკვეთრად შეამცირებს.

Binance-ის ქმედების უკან მარტივი ლოგიკა დგას - ამჟამად Binance-ის საკუთარი სტეიბლკოინი BUSD რეიტინგში $20-მილიარდიანი კაპიტალიზაციით მესამე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ USDC და USDT უსწრებენ. პლატფორმიდან USDC-ის აკრძალვით, სავარაუდოდ, BUSD-ზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც Binance-ის სტეიბლკონის დომინანტურობისა და თავად კომპანიის შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.

კონკურენტის პროდუქტის პირდაპირ შეზღუდვით კი Binance-ი საგრძნობელ უპირატესობას მიიღებს Coinbase-თან შედარებით. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Binance-ის ქმედება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტ-ბირჟა კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მისი აქციები საფონდო ბირჟაზე არ არის განთავსებული, რაც მას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი Coinbase-ისთვის უაღრესად არასახარბიელო აღმოჩნდა. კრიპტოაქტივების ფასების შემცირების ფონზე, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება ერთწლიან ჭრილში 75%-ით დაეცა, Coinbase-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 15 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და Meta. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.