მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა Coinbase უმსხვილეს კომპანია BlackRock-თან თანამშრომლობას აანონსებს | აქციები მკვეთრად იზრდება

62ecd9fce7e3a
გიორგი თოლორდავა
05.08.22 13:15
1492
ამერიკული კრიპტობირჟა Coinbase მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაცია BlackRock-თან თანამშრომლობას აანონსებს.

BlackRock-ი, რომელიც 8 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს, კომპანია Coinbase-ისგან სხვადასხვა ტიპის კრიპტო სერვისებს მიიღებს, მათ შორისაა საინვესტიციო და ტრეიდინგ პლატფორმები. თანამშრომლობის ფარგლებში, BlackRock-ის ინსტიტუციური ინვესტორები და ფონდები საკუთარ პორტფელში კრიპტოაქტივების დამატებას შეძლებენ, რის მიწოდებასაც უშუალოდ Coinbase-ი უზრუნველყოფს.

საბროკერო პარტნიორად Coinbase-ის არჩევა მარტივი მიზეზითაა განპირობებული, ის მსოფლიოს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა განთავსებული და, შესაბამისად, მისი ფინანსური ანგარიშგება და საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა, რასაც BlackRock-ის მსგავსი ორგანიზაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

BlackRock-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ინვესტორების დაინტერესება ციფრული და კრიპტოაქტივების მიმართ ყოველწლიურად იზრდება, მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი ორგანიზაცია კი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მომხმარებელს ეს საინვესტიციო შესაძლებლობაც შესთავაზოს.

აღნიშნული სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად დადებითად მიიღეს, Coinbase-ის აქციების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, ერთკვირიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 50%-ს აღწევს; რაც შეეხება BlackRock-ს, მისი აქციები 5.3%-ითაა გაზრდილი.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.