მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოკომპანია Binance-ის CEO მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა - CNN

61dfee2843411
თათია კაკიაშვილი
13.01.22 23:00
1260
კრიპტოვალუტის კომპანია Binance-ს აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ხდება. ჩანპენ ჩჟაო, რომელიც $96 მლრდ-ის ქონებას ფლობს, Bloomberg-ის ტოპ-მილიარდერების ახალ რეიტინგში მოხვდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი მილიარდერი ამჟამად ქონებით კონკურენციას უწევს Oracle-ის დამფუძნებელ ლარი ელისონს. ინდოელ მაგნატს მაკეშ ამბანს კი უსწრებს.

ცნობისთვის, გასულ წელს, კრიპტოვალუტის სხვა დამფუძნებლებმაც უზარმაზარი მოგებით ისარგებლეს, იმ ფონზე, როცა ვირტუალური მონეტების ღირებულება მზარდია. შედეგად ეთერიუმის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი და Coinbase-ის დამფუძნებელი ბრაიან არმსტრონგი მილიარდერები გახდნენ.