07.დეკემბერი.2018 17:02
კრიპტოვალუტები

კრიპტოვალუტები ვარდნას განაგრძობენ - ერთი ბიტკოინი $3,363-მდე დაეცა

კრიპტოვალუტები ვარდნას განაგრძობენ - ერთი ბიტკოინი $3,363-მდე დაეცა
კრიპტოვალუტების ბაზარი ვარდნას განაგრძობს, მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი უფასურდება. მისი ღირებულება $3,500-საც ჩამოცდა და ახლა 3.363-ად ივაჭრება. 

კრიპტოვალუტების ბაზარზე პოზიტიური მოლოდინებიც არ შეიმჩნევა, ანალიტიკოსების ნაწილი 2019 წლის დასაწყისში ბიტკოინს $1,500-მდე შემცირებას უწინასწარმეტყველებს. 

ბიტკოინის ფასი აგვისტოს დასაწყისიდან ნოემბრის პირველ ნახევრამდე უჩვეულო სტაბილურობას ინარჩუნებდა და $6,500-ის ფარგლებში მეორყეობდა, ნოემბრის მეორე ნახევარიდან კი, მისი ფასი მკვეთრად დაეცა. ასეთივე ვარდნა ჰქონდათ სხვა ვალუტებსაც მათ შორის რიპლსაც, რომლის ფასიც 30%-ით შემცირდა.  არსებული ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი ნოემბერში კრიპტოვალუტა ბიტკოინი ქეშის ორად გაყოფა იყო. ვალუტის დეველოპერებს შორის არსებული უთანხმოების გამო 15 ნოემბერს ბიტკოინ ქეშიორად გაიხლიჩა. გასული ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინმა ღირებულების 80% დაკარგა. 



ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. ბიტკოინის უკან დგას მისი ვალიდაციის სისტემა ბლოკჩეინი. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.


05.ივნისი.2019 11:11
4439

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
5974

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
6287

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1836

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად
15.აპრილი.2019 12:10
692

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

ვრცლად
03.აპრილი.2019 13:28
1022

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

ვრცლად