22.ივნისი .2022 10:58

კრისტალ კონსალტინგის მხარდაჭერით, მეწარმე ქალები ესტონეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან

კრისტალ კონსალტინგის მხარდაჭერით, მეწარმე ქალები ესტონეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან
views 685
უკან

კრისტალის შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგისა“ და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრის ერთობლივი სასწავლო პროგრამის, Going Global Georgia -ს გამარჯვებული 6 ქართველი მეწარმე ქალი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, ისინი ტალინსა და ტარტუში ცნობილი ესტონური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გამოცდილი ბიზნესლიდერებისგან კი პერსონალურ რჩევებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს მიიღებენ.

Going Global Georgia -ს ფარგლებში, მონაწილეებისთვის ტრენინგები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მათ საშუალება ჰქონდათ, ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ მიეღოთ, როგორებიცაა ინოვაციური პროდუქტების შექმნა, ბრენდის დიზაინი და პოზიციონირება წამყვან სოციალურ მედიაპლატფორმებზე — Facebook-ზე, Instagram-სა და LinkedIn-ზე, გაყიდვების სტრატეგიები ონლაინ პლატფორმებზე — Amazon-სა და Etsy-ზე და ა.შ. მეწარმეები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის სტრატეგიებსაც გაეცნენ. პროგრამის ბოლოს კი სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კონკურსის შედეგად შეირჩნენ.

Going Global Georgia-ს მიზანი მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერაა. პროგრამა ხელს უწყობს მათ, ბიზნესსაქმიანობის ციფრულად წარმოების ცოდნა გაიუმჯობესონ და შედეგად, მეტი სარგებლის მიღება შეძლონ.

"ესტონელ პარტნიორებთან ერთად, მეწარმე ქალებს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებაში ვეხმარებით. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების, სტარტაპებისა და ბიზნესის წარმოების ინფრასტრუქტურით, ესტონეთი ერთ-ერთი წინწასული და წამყვანი სახელმწიფოა მსოფლიოში, ამიტომ ამ ქვეყნის ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მეწარმე ქალებისთვის ძალიან ღირებულია", - აცხადებს "კრისტალ კონსალტინგის" აღამასრულებელი დირექტორი გიორგი ჯანელიძე.

პროგრამა Going Global Georgia 2021 წლიდან მიმდინარეობს. იგი კვლავაც გაგრძელდება და ახალ სასწავლო შესაძლებლობებს სხვა მეწარმეებისთვისაც შექმნის. პროექტი განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

"კრისტალ კონსალტინგის" ძირითადი საქმიანობა მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერაა. იგი, როგორც საკონსულტაციო პლატფორმა, 2019 წელს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა" სწორედ ქალთა გაძლიერების მიზნით დააფუძნა. "კრისტალ კონსალტინგი" მეწარმე ქალებს ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ინოვაციური პლატფორმის დახმარებით, "კრისტალი" მეწარმე ქალებს ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნით, ინფორმაციით, უნარებითა და კავშირებით უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს როგორც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე ქვეყანაში მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას.

(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა