კრისტალ კონსალტინგი მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრთან ერთად ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო პროგრამას, Going Global Georgia-ს იწყებს.
სასწავლო პროგრამა ესტონელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და კრიტიკული კომპეტენციების, ემოციური ინტელექტისა და კომუნიკაციების უნარების განვითარების შესახებ გლობალურ გამოცდილებას აერთიანებს. მისი მიმდინარეობისას მონაწილეები ცოდნას თვითლიდერობის, გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართულებებით მიიღებენ, შეისწავლიან მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებისა და სტრატეგიული ზრდის სტიმულირების პრინციპებს. ტრენინგებს ჩაატარებენ ესტონელი ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეებს შორის შეირჩევა 5 გამარჯვებული, რომლებიც ესტონეთში 5-დღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან და ლიდერთა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. საბოლოოდ, საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების გაზიარებით, პროგრამა მეწარმე ქალებს სტრატეგიულ ზრდაში, ლიდერობის ჩვევების გამომუშავებასა და საქმიანობის გაფართოება-განვითარებაში დაეხმარება.
"კრისტალ კონსალტინგის" ძირითადი საქმიანობა მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერაა. იგი, როგორც საკონსულტაციო კომპანია 2019 წელს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა" ქალთა გაძლიერების მიზნით დააფუძნა. მიმდინარე ეტაპზე "კრისტალ კონსალტინგი" მეწარმე ქალებს ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ეხმარება მათ საჭირო უნარებითა და კავშირების უზრნველყოფით, რითაც ხელს უწყობს მეწარმეობის გაძლიერებას. ამ საქმიანობის ნაწლია პროგრამა Going Global Georgia-ც, რომელსაც კრისტალ კონსალტინგი 2021 წლიდან, განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ლიდერობის საერთაშორისო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 2023 წლის 2 აპრილია. პროგრამა სრულად არის დაფინანსებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/xpJwxWR17mF4PaAb7
(რ)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი