მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრისტალი“ - მიკროსაფინანსოების სექტორი ჯანსაღია და მნიშვნელოვანი ზარალი არ იქნება

5fad0f057fda2
ინგა მურუსიძე
12.11.20 17:30
1572
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ ბაკურაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ფინანსურ სექტორში გაუმჯობესებაა, რაც აქტივების ხარისხის გაუმჯობესების შედეგია.

როგორც ბაკურაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: აქტივების სტრუქტურა, ასევე სესხების მოცულობა და სესხების მცირე ვადიანობა, შესაბამისად, ადამიანებს უადვილდებათ სასესხო ვალდებულების მომსახურება. მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელი არის ლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელზე სავალუტო რისკი არ გადადის.

„მიუხედავად იმისა, რომ მისოები გავცემთ ბიზნეს დაკრედიტებას, როგორც წესი, მისი მიმღები არიან ფიზიკური პირები. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, თუ რატომ არის ჩვენთან სესხის მომსახურეობა უფრო მაღალ დონეზე და რატომ არის უფრო სტაბილური.

ზოგადად, ვადაგადაცილებების რაოდენობა გაზრდილია პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით, მაგრამ არა იმდენით, რამდენსაც ველოდით. არ არის კატასტროფული მაჩვენებელი და მიუთითებს, რომ სექტორი ჯანსაღია და ზარალის მოცულობა არ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.