მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალი" "ფინკა ბანკს" ყიდულობს

5e3ae7057da6b
თელარა გელანტია
05.02.20 20:01
8701
მ/ს ორგანიზაცია „კრისტალი“ „ფინკა ბანკს“ ყიდულობს.

ამის შესახებ bm.ge-ის "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განუცხადა.

ბაკურაძე, ჯერჯერობით, არც გარიგების ღირებულებას და არც სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

„განზრახვაა, რომ მოხდეს გამსხვილება და გაძლიერება. ამ პროცესს მხარს უჭერენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები. საკმაოდ, საინტერესო გეგმები გვაქვს და გარიგების დასრულების შემდეგ, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამაზე. ეს გარიგება იქნება შესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის, რომ უფრო დიდი და ძლიერი პლატფორმა შევქმნათ; ასევე, გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი,“ – აცხადებს ბაკურაძე.

უნდა ვივარაუდოთ, რომ „კრისტალის“ მიერ „ფინკა ბანკის“ ყიდვის შემდეგ, „კრისტალის“ ბანკად გარდაქმნის პროცესი დაიწყება, რადგან ეს „კრისტალის“ გეგმებში ისედაც იყო.