მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრისტალი“ ონლაინ განვადებებით ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია ®

5fb3ae1d298f3
BM.GE
17.11.20 15:05
1292
"კრისტალის" გუნდი მუდმივად ზრუნავს არსებულ და ახალ მომხმარებლებზე და ცდილობს, შესთავაზოს ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომელიც მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

სწორედ ეს მიდგომა ჰქონდა კომპანიას 2018 წელს, როდესაც მომხმარებლებს პირველად შესთავაზა ონლაინ განვადების პროდუქტი და მისცა მათ საშუალება სახლიდან გაუსვლელად შეერჩიათ სასურველი ნივთი და ონლაინ განვადების მოთხოვნის შესახებ განცხადებაც დისტანციურად წარედგინათ კრისტალში. დისტანციურადვე ხდება ყველა შემდგომი პროცესის წარმართვა, როგორც განაცხადის განხილვა, დამტკიცების შეტყობინება, ასევე შესაბამისი კონტრაქტის გაფორმება.

პანდემიის პირობებში ინფიცირების რისკების შესამცირებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დისტანციურ საფინანსო მომსახურებას, სულ უფრო მეტი და მეტი მომხმარებელი აქტიურად სარგებლობს ონლაინ სერვისებით, მათ შორის კრისტალის ონლაინ განვადებით. თავის მხრივ კრისტალი ცდილობს არსებითად გაუიოლოს მოხმარებელს დისტანციური სერვისები, დახვეწოს მომსახურება და გაამარტივოს პროცესები.

როგორც "კრისტალის" ინოვაციებისა და მარკეტინგის უფროსი ოფიცერი მანუჩარ ჩიტაიშვილი აღნიშნავს: „ბიზნესების დიგიტალური ტრანსფორმაცია მრავალმხრივი პროცესია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არაა ბიზნესის მზაობა, ტრანსფორმირდეს. კრიტიკულია ასევე ბიზნეს გარემო, მომწოდებლების, სტრატეგიული პარტნიორების მზაობა, ასევე მოხმარებლის სურვილი და შესაძლებლობა შეცვალოს წლების განმავლობაში გამომუშავებული ქცევა. საქართველოში დინამიურად ვითარდება ონლაინ კომერცია, ონლაინ მაღაზიების და მარკეტფლეისების ინფრასტრუქტურა, უკვე ონლაინ კომერციაში აქტიურ ადგილს იმკვიდრებს კომერცია სოციალური ქსელებით. კრისტალის ონლაინ განვადება მნიშვნელოვან როლს ასრულელებს ამ სფეროს განვითარებაში, აძლევს რა მოხმარებელს შესაძლებლობას მარტივად, ონლაინ შეიძინოს სასურველი ნივთი.

დღეს, ონლაინ განვადების ბაზარზე კრისტალი ერთ-ერთი ლიდერია და ხუთეულში შედის, რაც იძლევა ოპტიმისტური ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ციფრულ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნებიდან და ონლაინ სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე კომპანიაში კიდევ უფრო გაიზრდება კმაყოფილი და ლოიალური მომხარებლების რაოდენობა. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერა და მათი აქტიურობა.

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ონლაინ პარტნიორ კომპანიას თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ არსებულ რთულ პერიოდშიც ერთობლივი მუშაობით მომხმარებელს მაქსიმალურად შევუმსუბუქებთ პანდემიის პირობებში ნივთის შესყიდვებასთან დაკავშირებულ დისკოფორტს და შეუფერხებლად მივაწვდით ყველა საჭირო სერვისს“. 

დღეს კრისტალის ონლაინ განვადებით სარგებლობა 50-ზე მეტი პარტნიორი ობიექტების ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი.