20.სექტემბერი .2021 14:51

კრისტალის „მწვანე მიმართულება“ MFC-იმ საუკეთესო ინიციატივებს შორის დაასახელა

კრისტალის „მწვანე მიმართულება“ MFC-იმ საუკეთესო ინიციატივებს შორის დაასახელა
views 224
უკან

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის „მწვანე მიმართულება“, როგორც წარმატებული და ინოვაციური საქმიანობა, საერთაშორისო ორგანიზაცია მიკროსაფინანსო ცენტრმა (MFC) ყოველწლიურ კონფერენციაზე 5 საუკეთესო ინიციატივას შორის დაასახელა.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, MFC-მ „კრისტალი“ მწვანე დაფინანსებისა და პროდუქტების შესახებს ინფორმაციის ინოვაციური გზით გავრცელების, კერძოდ, კი ვირტუალური რეალობის სათვალის შეთავაზებისთვის გამოარჩია. „მწვანე მიმართულება“ კონფერენციაზე კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ წარადგინა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „კრისტალის“ „მწვანე მიმართულება“ მომხმარებლებისთვის მწვანე ალტერნატივების შეთავაზებასა და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას გულისხმობს.

ამასთან, მისი ნაწილია ვირტუალური რეალობის ინოვაციური სათვალეც, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები საინტერესო და სახალისო გზით იღებენ ინფორმაციას „მწვანე სახლში“ შემავალი პროდუქტების დადებითი მახასიათებლების შესახებ, რაც მათ ენერგოეფექტური პროდუქტების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ეს საერთაშორისო აღიარება ბევრს ნიშნავს. ამავდროულად, იგი გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი პლანეტის დაცვისა და მდგრადი განვითარებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

წელს „კრისტალი“ MFC-ის კონფერენციაზე სხვადასხვა ინიციატივით მონაწილეობდა. გახსნის დღეს, 14 სექტემბერს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ კრისტალის ახალ პროდუქტებზე, კერძოდ, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებზე ისაუბრა. 16 სექტემბერს კი მან საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, პაპუნა ლეჟავასთან ერთად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა და კონფერენციის დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„მიკროსაფინანსო სექტორის ორგანიზაციებისთვის MFC-ის კონფერენციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ყოველწლიურად სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს აერთიანებს და მათ საუკეთესო პრაქტიკისა და მიღწევების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა პანდემიური კრიზისის გადალახვაში სოციალური დაფინანსების როლი, „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება, ცვალებადი გარემოს შესაძლებლობები და დიგიტალიზაციის გამოწვევები იყო.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ MFC-ის ღონისძიებებში სისტემატურად მონაწილეობს, არჩილ ბაკურაძე კი მიმდინარე წლის მაისიდან ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭო წევრია“, - ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც „კრისტალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„მიკროსაფინანსო ცენტრი“ ერთ-ერთი უძველესი და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ქსელია. იგი 114 ორგანიზაციას, მათ შორის ევროპისა და ცენტრალური აზიის იმ 77 საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს, რომლებიც მიკროსაფინანსო მომსახურებას თითქმის 2 მილიონ დაბალშემოსავლიან მომხმარებელს უწევენ.
(NS)


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა