მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტინ ლაგარდი: სავაჭრო ომმა ჩინეთთან გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირება გამოიწვია

5dad82e6b05bc
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 18:15
827
ევროპის ცენტრალური ბანკის მომავალმა პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო ომმა ჩინეთთან გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირება გამოიწვია.

"ვფიქრობ, ყველაზე დიდი გასაღები, რაც პრეზიდენტ ტრამპს აქვს, პროგნოზირებადობასთან და ვაჭრობის პირობების გარკვეულობასთან არის დაკავშირებული. უცნობია, რომელია საზიანო", - დასძინა ლაგარდმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა სავაჭრო ომმა შეცვალოს გლობალური ეკონომიკა არასწორი მიმართულებით, ლაგარდმა განაცხადა, რომ "ეს ნამდვილად დიდ დარტყმას მიაყენებს გლობალურ ეკონომიკას".
 
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელსაც ლაგარდი რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას 2019 წლის გლობალური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებში სავაჭრო დაძაბულობის ფონზე IWF მსოფლიო ეკონომიკის ზრდას წელს 3%-ით პროგნოზირებს. ჯერ კიდევ ივლისში, ეს მაჩვენებელი 3.2% იყო.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის ფრანგი მაღალჩინოსანი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს. ის მარიო დრაგის შეცვლის, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა 2011 წლიდან ეკავა. კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობას ოფიციალურად პირველი ნოემბრიდან შეუდგება.