ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტის და სსფ-ის ყოფილი ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის შეფასებით, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი სესხები ქვეყანაში არსებული შოკის დროს ბუფერის როლს ასრულებს“.
“ხშირად მეკითხებიან, სინამდვილეში რას აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი? მე ამ კითხვაზე ვუპასუხებდი, რომ “სავალუტო ფონდს მოაქვს საფულე, ტვინი და გული”, - რისი თქმა მინდა ამით?
ჩვენ ქვეყნებს ფინანსური კრიზისის დროს ფინანსურად ვეხმარებით, ეს არის საფულე. სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი სესხები ქვეყანაში არსებული შოკის დროს ბუფერის როლს ასრულებს. ამით კი, ქვეყნებს უჩნდებათ ახალი შესაძლებლობა, რათა აუცილებელი საჭიროებები და ხარჯები დააკმაყოფილონ, რაც მათ ეტაპობრივი გაჯანსაღების საშუალებას აძლევს.
გლობალური ფინანსური კრიზისის დროს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 90 ქვეყანას ნახევარი ტრილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.
მე მჯერა, რომ ჩვენ მსოფლიოს “დიდი დეპრესიის” განმეორება ავაცილეთ.
რაც შეეხება “ტვინს,” ჩვენ ქვეყნებს რისკების იდენტიფიცირებასა და მათ საპასუხოდ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში ვეხმარებით, თუმცა ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ ქვეყნებს ტექნიკურ დახმარებასა და შესაბამის ტრენინგებსაც ვუწევთ.
ეს საკითხებია, თუ როგორ შევუწყოთ ხელი დასაქმებას ან როგორ შევინარჩუნოთ სტაბილური ფასები, როგორ შევამციროთ უთანასწორობა და როგორ ვიბრძლოთ კორუფციის წინააღმდეგ ან როგორ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს, რაც ტექნოლოგიურმა რევოლუციამ გამოიწვია.
რაც შეეხება “გულს”, ჩვენ ხშირად დახმარებას გვთხოვენ მაშინ, როდესაც ქვეყნები მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან.
გადაწყვეტები, რაც ამ პრობლემებს სჭირდებათ, ხშირად საკმაოდ მძიმეა, ზოგჯერ კი მტკივნეულიც. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ადამიანებზე, მათზე ვისაც ეს ცვლილებები შეეხება; სწორედ ამიტომ ჩვენ სამართლიანობის და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დაცვის განმტკიცების მნიშვნელობას ყოველთვის ხაზს ვუსვამთ.
ეს არის ის საქმე, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აკეთებს“, - ამბობს ლაგარდი.
ცნობისთვის: კრისტინ ლაგარდი, რომელიც 2011 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა, ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის რანგში მუშაობას, სავარაუდოდ, 1 ნოემბრიდან შეუდგება. ევროპული საბჭოს ოქტომბრის სესიაზე საკითხის ოფიციალურად დამტკიცებას ელოდებიან. 63 წლის ლაგარდი ევროპის ცენტრალურ ბანკს მომავალი 8 წელი უხელმძღვანელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ