მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიტალინა გეორგიევა ქვეყნებს ვალის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს - IMF-ის პროგნოზი

5f58a9214421f
ნათია თაქთაქიშვილი
09.09.20 19:13
973
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, რომ ეკონომიკის გლობალური აღდგენის პროგნოზები "ნაწილობრივი და არათანაბარია". ამის შესახებ IMF-ის ხელმძღვანელმა ვიდეო კონფერენციის დროს განაცხადა, სადაც მან  COVID-19-ის ჭრილში მსოფლიო ეკონომიკა შეაფასა.

გეორგიევას განცხადებით, IMF ხედავს ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშნებს და მისი განცხადებით, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა არც ისეთი ცუდი შედეგები აჩვენეს, როგორც ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.

IMF-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეორე მხრივ, რთული მდგომარეობაა განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნებთან. „შესაბამისად, IMF სამომავლოდ გააუარესებს პროგნოზებს ამ ქვეყნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გეორგიევამ.

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესებულია იმ მცირე ზომის ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკაც ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული.

"გავაგრძელებთ ქვეყნების მხარდაჭერას მანამ, ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ჩვენი გათვლებით, მსოფლიო ეკონომიკა 12 ტრილიონ აშშ დოლარს დაკარგავს როგორც მიმდინარე, ასევე, მომავალ წელს“, - განაცხადა IMF-ის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ გეორგიევა ზოგიერთ ქვეყანას ვალის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს და ხსნის თუ რატომ არის ეს აუცილებელი.

"მე პრიორიტეტად ვაყენებ სესხის გამჭვირვალობას. თუ ჩვენ ვიცით ქვეყნის ვალის დონე, ამ საკითხის მოგვარება გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი", - თქვა მან.

გეორგიევას განცხადებითვე, აღნიშნულმა კრიზისმა მსოფლიოს დაანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი მომავლის შექმნა, რაც მიიღწევა ინვესტიციების ჩადებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, ციფრული შესაძლებლობები, ადამიანური კაპიტალი, ჯანდაცვა და სოციალური დაცვის სისტემები.