მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კრიზისის გათვალისწინებით წელს ალბათ სპირტის ექსპორტს ვერ განვახორციელებთ”

5f265618a490f
ანა ჯოხაძე
02.08.20 15:00
827
“კრიზისის გათვალისწინებით წელს ალბათ სპირტის ექსპორტს ვერ განვახორციელებთ”- ამის შესახებ bm.ge-თან ღვინის სპირტის მწარმოებელმა კომპანია “იბერიკა სპირიტსის” დამფუძნებელმა გიორგი ჟამუტაშვილმა განუცხადა. პანდემიის გამო კომპანიის ზარალი მილიონ ლარს უტოლდება, შესაბამისად სპირტის მწარმოებელი წელს კრიზისული მდგომარეობის გათვალიწინებით ექსპორტზეც უარს ამბობს, მაშინ როცა გასულ წლებში იბერიკა სპირიტსს ექსპორტზე დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების სპირტი გაჰქომდა ესპანეთსა და საფრანგეთში.

“პანდემიის გამო ჩვენმა კომპანიამ თითქმის სრულად შეწყვიტა საქმიანობა. ვინაიდან ჩვენი ღვინის სპირტი მხოლოდ ექსპორტზე გაგვაქვს, მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. მკვეთრად არის დაცემული საერთაშორისო ბაზარზე ფასებიც. შესაბამისად ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. თანამშრომელთა 80% ჩვენთან აღარ არის დასაქმებული და შესაბამისად ვერ იღებენ ანაზღაურებასაც.

კრიზისის გათვალისწინებით წელს ალბათ სპირტის ექსპორტსაც ვერ განვახორციელებთ. წინა წლების ბრუნვას, რომ შევადაროთ კომპანიამ დაახლოებით მილიონი ლარი დაკარგა. წინა წლებში შეგვეძლო რამოდენიმე მილიონი ჩაგვედო ინვესტიცია, წელს ალბათ ბაზარზე ღვინოს აღარ შევიძენთ, ვინაიდან მარაგები ისედაც გვაქვს”-აცხადებს “იბერიკა სპირიტსის” დამფუძნებელი გიორგი ჟამუტაშვილი.