საქსტატის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური საოჯახო მეურნეობის თვიური შემოსავალი 2019 წელს ოდნავ აღემატებოდა 1000 ლარს. ამ ფონზე, ეკონომიკის თუნდაც ერთი თვით გაჩერება საკმაოდ მძიმე დარტყმაა მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ოჯახურ შემოსავლებს მკვეთრად "დაარტყამს" ტრანსფერების კლება და თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, - ამის შესახებ საუბარია Economic Policy Research Center–ის დოკუმენტში „ეკონომიკური მოსაზრებები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლისთვის".
"საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავლებში ფორმალური დასაქმებით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 40%-ია, რაც თითქოს არაა დამოკიდებულების მაღალი ხარისხსი, მაგრამ გაურკვეველ ეკონომიკურ პირობებში ამ შემოსავლის სხვა რაიმე რესურსით ჩანაცვლების პერსპექტივა არ ჩანს. საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავლებში სესხები ან დანაზოგის გამოყენება დაახლოებით 11%-ია და მათ მძიმე დარტყმას მიაყენებს არსებული კრიზისი.
სამომხმარებლო ხარჯებში, რომლებიც თვეში საშუალოდ 854 ლარს შეადგენს, ყველაზე მეტი - დაახლოებით 300 ლარი მოდის სურსათზე, ტანსაცმელსა და თამბაქოს ნაწარმზე, ხოლო კომუნალურ ხარჯებზე დაახლოებით 100 ლარი. დაზოგვაზე 214 ლარია ნავარაუდევი (იხ. ცხრილი #1 ქვემოთ, ასევე დანართი).ცხრილი #1 ავაგეთ "საბალანსო ფურცლის“ პრინციპით, რათა გვეჩვენებინა საშუალო სტატისტიკური
საოჯახო მეურნეობის "აქტივების“ შეპირისპირება "პასივებთან.“ ამ გზით ვიზუალურად კიდევ უფრო ცხადი ხდება საოჯახო მეურნეობათა საშემოსავლო ბაზის სიმყიფე, რომლის რღვევა პირველ რიგში აუცილებელი ხარჯების დაფარვის საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, დიდია კრიზისის გამო სხვა ხარჯების შემცირების ალბათობა, რაც მთელი ეკონომიკის ერთობლივი მოთხოვნის შემცირების სერიოზული არხია.
ფაქტობრივად, კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებამ უნდა შეძლოს მაქსიმალურად შეინარჩუნოს შინამეურნეობათა შემოსავლების და აქედან გამომდინარე, ხარჯების სტრუქტურა, რის გარეშეც ერთობლივი მოთხოვნის სტაბილიზაცია შეუძლებელი იქნება", – წერია დოკუმენტში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი