09.აპრილი .2020 13:00

კრიზისის მიუხედავად, Porsche თანამშრომლებს პრემიას გადაუხდის

views 400
უკან

მსოფლიოში ცნობილი ძვირადღირებული ავტოკონცერნი Porsche თანამშრომლებს 2019 წლის პრემიას ჩაურიცხავს, რომელიც 9700 ევროს ეკვივალენტია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც გერმანული ავტომწარმოებელი განმარტავს, ამ თანხიდან 700 ევრო საპენსიო შენატანებისთვისაა განკუთვნილი.

„გადახდები განხორციელდება, მოგების შემცირების, კრიზისის და იმ პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, რომელიც ავტოინდუსტრიაშია“, -აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცადებაში.

ამასთანავე, კომპანია თავის 270,000 თანამშრომელს მოუწოდებს, მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩაურიცხონ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დროისთვის Porsche-ს ქარხნები გაჩერებულია, თანამშრომლები კი შემცირებული გრაფიკით მუშაობენ. 2019 წელს კი კომპანიამ რეკორდულად მაღალი ბრუნვა აჩვენა და თანხამ 28.5 მილიარდი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ავტოკონცერნმა 5 მილიარდი ევრო გამოყო და ასევე ტექნიკური დახმარება აღუთქვა სამედიცინო დაწესებულებებს გერმანიაში.