მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისის პერიოდში ჩნდება ასეთი საეჭვო ტენდერები – იურისტი შესყიდვების სისტემის ხარვეზებზე

5f04ba4cb0ff9
თამთა ჯიჯავაძე
07.07.20 23:40
950
სამწუხაროდ, ჩვენი შესყიდვების სისტემა გაიგივდა მხოლოდ ვებ-გვერდთან, სადაც თითქოსდა იმის გამო, რომ ამ ტენდერების ნაწილი საჯაროდ ქვეყნდება, ყველაფერი რიგზეა, - აღნიშნული კომენტარი იურისტმა ბადრი ნიაურმა გადაცემა „საქმის კურსში“ გააკეთა.

მისივე თქმით, შესყიდვების სისტემის განახლება არ ხდება, რაც პრობლემაა – „თუ მიმწოდებელს წინასწარ მეცოდინება თქვენ რა ტენდერს გამოაცხადებთ, მე ცოტათი უფრო ადრე ვიზრუნებ ამ ტენდერისთვის და ბუნებრივია, ყველაზე მეტ უპირატესობას მივაღწევ“.

იურისტის თქმით, კრიზისის პერიოდში ჩნდება საეჭვო ტენდერები.

„ეს ეხება როგორც პანდემიის პერიოდს, ასევე თუ გავიხსენებთ მდინარე ვერეს წყალდიდობის პერიოდს, იქაც იყო კითხვები ტენდერებთან დაკავშირებით, და ასევე იყო ცოტა უფრო შორეულ წარსულში, აგვისტოს ომის დროს. სადაც შესყიდვის სისტემა არ არის გამიჯნული პოლიტიკისგან, ბუნებრივია, დამკვეთი არის პოლიტიკა, რეალურად ხდება ის, რომ თამაშის წესებს აწესებს პოლიტიკა და აქ ზღვარი არ გადის რეალურად კონკურენციას, ბიზნესის განვითარებასა და პოლიტიკას შორის. ამიტომ ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ ნებისმიერი ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ბადრი ნიაურმა.

მისივე თქმით, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს სისტემა, საჭიროა პოლიტიკური ნება და მკაცრად რეგლამენტირება წესების.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ არაერთ შემთხვევაში ფიქსირდება "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველების მიერ სახელმწიფოსგან ტენდერის გარეშე პირდაპირი კონტრაქტების მიღების შემთხვევები.