მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისის შესაძლებლობები - ფოთის თიზ-ი ახალი ინვესტორების მოძიებაზე ფიქრობს

5e96ee2c4592c
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.20 15:52
1896
"ეს კრიზისი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს", - ასე აფასებს კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ მდგომაროებას BM.GE-სთან საუბრისას ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი დავით ებრალიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პოსტკრიზისულ პერიოდში ექნება შესაძლებლობა, მოიზიდოს ახალი ინვესტორები, რომელებიც აზიური ქვეყნებიდან ბიზნესების რელოკაციას მოინდომებენ.

როგორც დავით ებრალიძე ამბობს, ინვესტორების მოზიდვაში თიზ-ებს იმ საგადასახადო შეღავათებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანის არსებობს, მნიშვნელვანი როლის შესრულება შეუძლიათ. მისივე თქმით, ფოთის თიზ-ში ამაზე ფიქრი უკვე დაწყებულია, ხოლო პოტენციური კომპანიებისა და ქვეყნების თარგეთირება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

"ვფიქრობთ, რომ კრიზისის მერე გამოჩნდება ბევრი ახალი მიმართულება, საიდანაც შევძლებთ მოვიზიდოთ ის პოტენციური ინვესტორები, რომლებმაც შესაძლოა მოინდომონ თავისი საწარმოების ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში გადატანა. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დაწყებული გვაქვს და მზად ვართ, შევთავაზოთ თავი, როგორც ერთ-ერთი დანიშნულება მათი წარმოების გადმოტანისთვის. ეს კვირები კიდევ ბევრ რამეს გამოაჩენს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავუკეთებთ თარგეთირებას ამ კომპანიებს, რომელებიც იფიქრებენ თავისი საწარმოების რელოკაციაზე. მათ შევთავაზებთ ჩვენი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიას, რომელიც საკმაოდ დიდია და 300 ჰა-ს შეადგენს.

ბევრმა არ იცის ის პრეფერენციები, რაც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, ასევე ჩვენს თიზ-ში მოქმედი საგადასახადო შეღავათები მათთვის მისაღები იქნება", - ამბობს დავით ებრალიძე.