მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა ოფიციალურად გაიხსნა

60ab53824774f
BM.GE
24.05.21 11:16
1550
საცხოვრებელი კომპლექსის - “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. 24 მაისს, მრავალფუნქციური უბნის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. დეველოპერული პროექტის პრეზენტაცია ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე შედგა. პროექტის კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ. მთავრობის და მერიის წარმომადგენლებმა, კომპანიის დირექტორთან და მმართველთან, ნოშიკო ნამორაძესთან ერთად ხეებიც დარგვაშიც მიიღეს მონაწილეობა.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, კომპანია „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს.

„კრიზისული პერიოდის მიუხედავად, დეველოპერულ სექტორში პროექტების განხორციელება მაქსიმალურად შენარჩუნდა. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტების პარალელურად, არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმა. სწორედ ამის მაგალითია „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ მულტიფუნქციური უბანი, რომლის სახითაც, ქალაქში სრულიად განსხვავებული კონცეფციის სივრცე გაჩნდება. თიბისი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის #1 მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ჩვენი ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. თიბისიში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა შევქმენით, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგიდან და კონსულტაციებიდან - გაყიდვებამდე, რაც იპოთეკურ ცენტრს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.