მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KTW: გაგვიმართლა, რომ ემბარგო არ დაწესდა, პროდუქციის 55%-ს რუსეთში ვყიდით

5da043af25f23
ლიკა გურაბანიძე
12.10.19 00:10
2462
„KTW-ს შემთხვევაში გაყიდვების დაახლოებით 55%-57% რუსეთის ბაზარს უკავია. გაგვიმართლა, რომ ქართული ღვინო რუსული ემბარგოს ქვეშ არ მოჰყვა, მაგრამ რა თქმა უნდა, საშიშროება იყო,“ - ამის შესახებ კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე შესაძლო ემბარგოს დაწესების მოლოდინმა სექტორზე გარკვეული სახის გავლენა იქონია.

„მოლოდინმა თავისებური გავლენა მოახდინა ბაზარზე და ფასებს პირდაპირ დაარტყა, რაც საბოლოო ჯამში ყურძნის ფასზე აისახა ამიტომ, რუსეთის ბაზარი საკმაოდ სენსიტიურია. ცხადია, როდესაც ღვინის დიდი რაოდენობა მისი რეალიზაციის კუთხით მიბმულია რუსეთის ბაზარზე, ეს შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად აისახება ქართულ ეკონომიკაზე,“ - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ბიზნესმენის განმარტებითვე, ვიდრე მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთ-საქართველოს შორის მოვლენები განვითარდებოდა, KTW-ს გაყიდვების დაახლოებით 20%-იანი ზრდა ჰქონდა, თუმცა შემდგომი 3 თვის განმავლობაში კომპანიას რუსეთში ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

ცნობისთვის: KTW ჯგუფის მიერ წარმოებული ღვინო ამ ეტაპზე 20 ქვეყანაში ოპერირებს: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია ამერიკა და ევროპის 1/3-ში.