მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KTW ჯგუფმა წელს ბიზნესის განვითარებაში ₾50 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო - პროექტები

61cedd3158967
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.21 15:45
1375
KTW ჯგუფმა 2021 წელს ბიზნესის განვითარება-გაფართოების მიზნით, რამდენიმე მიმართულებით 50 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.  

როგორც BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, გამოწვევებით სავსე წლის მიუხედავად, პანდემიური წლის განმავლობაში კომპანიამ საქმიანობის გაგრძელება ღირსეულად შეძლო.

„კომპანიის მიერ წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა, კერძოდ, ყაზბეგში ახალი ტურისტული სივრცე - „ტერავინო“ გაიხსნა, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზიას, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს. გარდა ამისა, KTW ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ „ნენა გურმე“, ახალი, პრემიუმ ხაზის გამოუშვა, ახალი გემოებითა და დიზაინით 7 სხვადასხვა სახეობის ხილის ნაწარმი დამზადდა, მათ შორის ჟოლოს, გარგარის, მაყვლის, მარწყვის, ლეღვის, ალუბლისა და თეთრი ბლის მურაბების, კომპოტების, ჯემების ნაირსახეობა.

ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით 400 ჰა-ზე მეტ ფართობზე ვენახი გაშენდა.

კიდევ ერთი პროექტი KTW ჯგუფმა გურიაში განახორციელა, სადაც „შატო ასკანა“ გახსნა, რომელშიც ცქრიალა და წყნარი ღვინო მზადდება. სასმელების ამ ახალმა უმაღლესი კლასის სახეობებმა კომპანიის ასორტიმენტი კიდევ უფრო გაამდიდრა.

კიდევ ერთი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვისაც ჩაიდო და კახეთში „ქინძმარაულის ღვინის სოფლის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

2021 წელს ინვესტიციის მოცულობა ექსპორტის მიმართულებითაც გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიამ 4 ახალ უცხოურ ბაზარზე გასვლა შეძლო“, - უთხრა BM.GE-ის ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, ახალი პროექტების განხორციელების შედეგად 2021 წლის განმავლობაში KTW ჯგუფში 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 2 500-ს გადააჭარბა.

აღსანიშნია, რომ KTW-ს საწარმოებმა როგორც KTW-ს ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მევენახეებიდან 20 ათას ტონამდე ყურძენი მიიღო. „წელს 6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო და ცქრიალა ღვინო ვაწარმოეთ, ამასთან 11 მლნ ბოთლს გადააჭარბა ჩვენი ბრენდისა და ჭაჭის წარმოებამ“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა 2021 წლის შედეგებზე საუბრისას.