28.აგვისტო .2020 13:10

კუბაში COVID-19-ის გაზრდილი შემთხვევების გამო, საგანგებო დმგომარეობა გამოცხადდა

views 294
უკან

კუბაში, კერძოდ ქვეყნის დედაქალაქ ჰავანაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს. ეს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველი შემთხვევაა.

ჰავანას გუბერნატორი რეინალდო გრაცია ზაპატა აცხადებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება შეეზღუდებათ ღამის საათებში და ასევე ვერ შეძლებენ ქვეყნის სხვა პროვინციაში გამგზავრებას.

გამოცემის მიხედვით, აკრძალვები საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე გაგრძელდება და ძალაში 1 სექტემბრდან შევა. ზაპატას განცხადებით საგანგებო მდგომარეობა მინმუმ 15 დღის განმავლობში გაგრძელდება.

ზაპატა ასევე აღნიშნავს, რომ გაიზრდება ჯარიმების ოდენობა ნიღბების გამოუყენებლობის შემთხვევაში და ასევე აიკრძალება ალკოჰოლის გამოყენება საჯარო ადგილებზე.

Johns Hopkins University-ის მიხედვით, ბოლო მონაცემებით კუბაში კორონავრუსით ინფიცირების 3,806 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 92 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა