მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კუჭავას, ჯაფარიძეს, ხოშტარიას და ნათელაშვილს დეპუტატების მანდატები ჩამოერთვათ

620b8dbf8c955
ინგა მურუსიძე
15.02.22 18:07
969
პარლამენტმა 4 დაპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებას კენჭი დღეს გამართულ სესიაზე უყარა.

საქმე ეხება ოთხ დეპუტატს: "ქართული ოცნების" წევრ კახა კუჭავას, „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს.

რაც შეეხება მიზეზებს, კახა კუჭავამ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს თავად მიმართა, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილი განაჩენი გახდა, ხოლო ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში - სხდომების არასაპატიო გაცდენები.

აღსანიშნია, რომ ოპოზიცია კოლეგებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილების განხილვის გადადებას სთხოვდა, თუმცა უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა.