მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კულა”: ჩვენს პროდუქციაზე შემოდგომაზე ფასები გაიზრდება

60d6fdd5159e2
ლიკა გურაბანიძე
26.06.21 21:00
837

კომპანია “კულაში” პროდუქციაზე შემოდგომაზე ფასების 5%-დან 7%-მდე ზრდას ვარაუდობენ. როგორც “Forbes კვირას” კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, ფასების ზრდის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ბიზნესგარემოა. გოგლიძემ საუბრისას გასული წლის პოზიტიურ მიღწევებზეც გააკეთა აქცენტი.

“კომპანია “კულაში” გასული წელი საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ექსპორტზე გაყიდვების ზრდა 40%-იანი იყო, რაც 2020 წელს ხილის კარგი მოსავლიანობით და საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნით აიხსნება. გაყიდვების 17%-იანი მატება დაფიქსირდა ადგილობრივ ბაზარზეც.

შიდა ბაზარზე კომპანიას რეალიზაციაში მატება ჰქონდა და ეს იმ ფონზე, როდესაც ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა და პანდემიურ წელი გვქონდა. იმპორტიორი კომპანიები იმპორტს ვერ ახორციელებდნენ და რადგან, ჩვენ ადგილობრივი მწარმოებლები ვართ, იმის საშუალება გვქონდა, რომ ყველაფერი ლარში გვეანგარიშა, რამაც წარმოების ზრდის დინამიკა შეგვანარჩუნებინა”, - განმარტა გოგლიძემ.

ცნობისთვის, ბრენდ „კულას“ შემოსავალმა 2019 წელს 10 439 000 ლარი შეადგინა. “კულას” გადამამუშავებელი საწარმო გორში მდებარეობს. ის 2009 წელს დაფუძნდა და გარდა წვენისა, ბაზარს სხვადასხვა სახის ხილის პროდუქციით ამარაგებს.