მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კულა” პროდუქციაზე ფასების მომატებას გეგმავს

6046335f3ba3a
ლიკა გურაბანიძე
08.03.21 22:00
992

“ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ფასები გავზარდოთ.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საუბრისას “კულას” დამფუძნებელმა ივანე გოგლიძემ აღნიშნა.

“კომუნალური გადასახადები გაზრდილია, ასევე შაქრის ფასია გაზრდილი. ჩვენ როგორც ქართველმა მწარმოებლებმა, რესურსი გამოვნახეთ, რომ ფასები ამ დრომდე არ გაგვიზრდია.

ფასებს რამდენიმე თვე კიდევ შევინარჩუნებთ, თუმცა თუ საწვავის ფასმა და მოსავალმა ხელი არ შეგვიწყო, პროდუქციაზე ფასების კორექტირება მოგვიწევს", - აღნიშნა გოგლიძემ.

მისივე თქმით, "კულამ" ისევე როგორც სხვა ბევრმა კომპანიამ, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათით სარგებლობა ვერ მოახერხა, რასაც ივანე გოგლიძე როგორც კომპანიის, ასევე მთავრობის შეცდომად მიიჩნევს.

"ჩვენი შეცდომაც არის და მთავრობისაც, რომ ინფორმაცია ჩვენამდე სწორად არ მოიტანეს. 16 თეთრი მქონდა ელექტროენერგიის გადასახადი და ახლა 31 თეთრი გახდა.” - აღნიშნა მან.