“7 სექტემბერს ვაშლის გადამუშავება იწყება და პროცესში ჩვენი 3 საწარმო იქნება ჩართული. წელს 15-დან 20 ათას ტონამდე ვაშლის გადამუშავებას ვგეგმავთ", - ამის შესახებ გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორმა ივანე გოგლიძემ "საქმიან დილაში" საუბრისას განაცხადა.
გოგლიძის განმარტებითვე, კომპანია მაქსიმალურად ეცდება, რომ ვაშლის გადამუშავება დროულად მოხდეს.
გარდა ამისა, „კულას“ დირექტორმა აქცენტი პანდემიის დროს საწარმოში განვითარებულ მოვლენებზეც გააკეთა. მისი თქმით, გარკვეული სახის პრობლემები იყო, თუმცა კომპანიას სერიოზული შეფერხება არ ჰქონია.
“როდესაც მაისის ბოლოს, ივნისიდან ხილის მიღება-ჩაბარება დავიწყეთ, მაქსიმალურად იმ მარაგების გამოყენება ხდებოდა, რაც წლის განმავლობაში გვჭირდებოდა. მაგალითად, ეს იყო ტყემალი, კაკალი, ალუბალი, ატამი და ყველა სხვა ხილი.
პანდემიის პერიოდში ჩვენც, როგორც ყველა საწარმოს, რა თქმა უნდა, პრობლემები შეგვექმნა. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ტრანსპორტი მოკლე სამუშაო დღის დადგენა ხდებოდა.
თუმცა, ჩვენი საწარმო შეკვეთებს ძირითადად 45 დღით ადრე იღებს და აქედან გამომდინარე, წინასწარი შეკვეთები უკვე ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან გასაგზავნად მიღებული გვქონდა. პანდემიის სამი თვე ამით გავიდა.
აღსანიშნავია, რომ შეკვეთები შემცირებულია, მაგრამ არა იმ პროცენტული მაჩვენებლით, რომ კომპანიას პრობლემა შეექმნას.
მეტიც, შეკვეთები ისევ ძველ მოცულობებშია და შიდა ბაზარზე მოთხოვნამ მოიმატა", - განმარტა გოგლიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის