მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კულამ“ ჩირის წარმოება გააორმაგა

5f6b492a638f3
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 09:00
3033
გორის საკონსერვო ქარხანა „კულამ“ 600 000 ლარის ინვესტიციით, პანდემიის პერიოდში, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდით, ჩირის წარმოება გააორმაგა.

როგორც BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა ივანე გოგლიძემ განუცხადა, საწარმოში წლიურად 250 ტონა ხილის გადამუშავებით 30 ტონა ჩირი იწარმოებოდა, ხოლო წელს არსებული სიმძლევრეებით კომპანია 500 ტონაზე მეტი ხილის გადაამუშავებით 70 ტონამდე ჩირის წარმოებას შეძლებს.

მისი ინფორმაციით, დღეს საწარმო 6 დასახელების ჩირს ამზადებს და სრულად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, რადგან ქვეყნის შიგნით მოთხოვნა დიდია.

„გასულ წელს დამზადებული ჩირის სრული რეალიზება მოხდა, შესაბამისად გადავწყვიტეთ წარმოება გაგვეზარდა, რათა ბაზრის მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებინა.

დღეისთვის გადამუშავებულია მსხალი, ქლიავი და ატამი, ახლა მიმდინარეობს ვაშლის გადამუშავება და სეზონზე ასევე მოხდება კარალიოკისა და კომშის ჩირების წარმობა“, - განაცხადა ივანე გოგლიძემ.

„კულას“ დირექტორი ამბობს, რომ ამავე საწარმოში მზადდება ჩურჩხელა, რომლის წარმოება ჩირის წარმოების დასრულების შემდეგ განახლდება.

„ჩურჩხელა სატესტოდ გამოვუშვით და შემდეგ შევჩერდით, რადგან წარმოება სრულად ჩირზე იყო გადართული. ზოგადად ჩურჩხელის წარმოებას ნებისმიერ დროს შეგვიძლია, რისთვისაც ბადაგი და ნიგოზი გვჭირდება. თუმცა ჩირის წარმოება სეზონურია, ხილის სეზონურობიდან გამომდინარე. წელს შევხედვათ ჩირის და ჩურჩხელის რეალიზაცია როგორი იქნება, ასევე როგორი იქნება პანდემიური და არჩევნების შემდგომი ვითარება და ამის მიხედვით გადავწყვეტთ კიდევ უფრო გაძლიერდება თუ არა საწარმო სიმძლევრეები ამ მიმართულებით, თუმცა წლის ბოლომდე საწარმო სიმძლევრეები გაძლიერებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა გოგლიძემ.

ივანე გოგლიძის ინფორმაციით, ჩირისა და ჩურჩხელის მწარმოებელი საწარმო 2018 წელს 1.2 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედდა და მასში 30 ადამიანია დასაქმებული.