მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულას" დირექტორი: ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა, რაც ბიზნესზე უარყოფითად აისახება

5dd2936082f1a
ანი ციხისთავი
18.11.19 16:48
1179
კომპანია “კულას” დირექტორის ვანო გოგლიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა, რაც ბიზნესზე უარყოფითად აისახება.

ამის შესახებ ბიზნესმენმა bm.ge-ის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების და საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ 40 დეპუტატის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტისთვის მხარის არდაჭერას მოჰყვა და მათგან 36 პარლამენტარი უშუალოდ პროექტის ინიციატორი იყო, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.

ვანო გოგლიძის თქმით, პოლიტიკური არასტაბილურობა ცალსახად უარყოფითად აისახება ყველაფერზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიზნესმენი ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორი რომ იყოს, საქართველოში ინვესტიციებს მაინც ჩადებდა.

„თქვენ სხვა ქვეყნები არ გინახავთ”, - აცხადებს ის.

გოგლიძის თქმითვე, უამრავ სხვა ქვეყანაში, საქართველოზე ცუდი მდგომარეობაა.

„უცხოელი ინვესტორები საგადასახადო სისტემას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე - პოლიტიკურ მდგომარეობას. ერთადერთი, რის გამოც საქართველოში ინვესტიციის განხორციელებაზე შეიძლება თავი შეიკავო, საგადასახადო სისტემაა. რაც უფრო მეტი წახალისება იქნება ამ მხრივ, უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ქვეყანაში. სხვა მხრივ, მთავარია, ქვეყანა ვითარდებოდეს ეკონომიკურად და, ჩემი აზრით, დღეს ქვეყანა წინ მიდის”, - განაცხადა ბიზნესმენმა, თუმცა დასძინა, რომ “სხვადასხვა სტრუქტურებში სანამ არ გაიზრდება ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მეწარმეებს ხელს შეუწყობენ, მანამდე წინ ვერ წავალთ“.