მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულება ჩერნობილის სადგურიდან რადიაციის გაჟონვის საფრთხეზე საუბრობს

6228bb8e300ae
მარიამ ვარადაშვილი
09.03.22 18:50
693

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილის სადგურიდან რადიაციის გაჟონვის რისკი არსებობს

როგორც ის "ტვიტერზე" წერს, ელექტროსადგურს დიზელის გენერატორები აქვს, რომლებიც 48 საათით უზრუნველყოფს დენით მომარაგებას. ამის შემდეგ გამაგრილებელი სისტემა გაჩერდება და რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი იქნება. 

“პუტინის ბარბაროსული ომი მთელს ევროპას საფრთხეში აგდებს. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”, - წერს კულება.


ამ დროისთვის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.