მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულება EU-ს ქვეყნებს მოუწოდებს გაზისა და ნავთობის საფასურის რუბლში გადახდას არ დათანხმდნენ

623c33ab5ea28
მარიამ ვარადაშვილი
24.03.22 12:59
639

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირის ქვეყანები რუსეთს გაზისა და ნავთობის საფასურის რუბლში გადახდას არ უნდა დათანხმდენენ.

“თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნას, რომ ნავთობისა და გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ, ეს იქნება ერთი ხელით უკრაინას დაეხმარო მეორეთი კი რუსებს მოკლან უკრაინელები. მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს ბრძნული და პასუხისმგებლიანი არჩევანი გააკეთონ”,-წერს კულება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზის საფასურის რუბლში გადახდა გუშინ მოსთხოვა. კერძოდ, რუსეთის აცხადებს, რომ რუსეთისგან გაზი ამ ქვეყნებმა რუსული ვალუტით უნდა შეიძინონ. პუტინის განცხადებით, რუსეთი ბუნებრივი გაზის მიწოდებას შეთანხმებული ფასითა და მოცულობით აგრძელებს და ცვლილება მხოლოდ ვალუტას შეეხება.