28.დეკემბერი .2021 21:50

კულტურის და სპორტის სამინისტროს შენობის რემონტსა და ახალ ავეჯზე 5.6 მლნ ლარი დაიხარჯება

კულტურის და სპორტის სამინისტროს შენობის რემონტსა და ახალ ავეჯზე 5.6 მლნ ლარი დაიხარჯება
views 683
უკან

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნდა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს განაცხადი შენობის რემონტთან დაკავშირებით. ტენდერის თანახმად, თბილისში, სანაპიროს #4-ში მდებარე შენობის რემონტზე 5.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა შეეხოს როგორც სამინისტროს შენობის ექსტერიერს, ასევე მის შიდა სივრცეებს. იცვლება შენობის შიდა სივრცის იატაკი, ჭერი, კედლების მოპირკეთება, რბილი და საოფისე ავეჯიც. მთლიანობაში სამინისტროს შენობის მთლიანი ფართობი 4,000 კვადრატულ მეტრამდეა.

დეტალურად, სატენდერო მონაცემების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.