მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურული ჰაბი – "აჭარა ჯგუფი" რუსთავში ახალ პროექტს იწყებს

5f68df0df0d43
თათია კაკიაშვილი
21.09.20 23:40
2864
"აჭარა ჯგუფი" რუსთავში ახალ პროექტს იწყებს. ყოფილი სახანძრო დანიშნულების ისტორიული შენობა ახალ ფუნქციას შეიძენს და რესტავრირების შემდეგ მასში მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები განთავსდება, რომლებიც ახალგაზრდა მუსიკოსებს დაეთმობათ. ამავე სივრცეში მოიაზრება კაფეებისა და კონცეპტუალური მაღაზიების მოწყობაც.

"პროექტის მიზანია, შენობა იქცეს რუსთავის კულტურულ ჰაბად კრეატიული ახალგაზრდებისთვის, რომელშიც თავს მოიყრიან როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან და ახლომდებარე ტერიტორიებიდან ჩამოსული ხელოვანები", - განუცხადეს BMG-ის "აჭარა ჯგუფში".

რა ოდენობის ინვესტიციების ჩადება იგეგმება რუსთავის პროექტში, ან როდის დასრულდება მასზე მუშაობა, ჯერ უცნობია.

ამასთან, რუსთავში ოპერირებას იწყებს scroll-ის ელექტრო სკუტერები, რომლებიც საქართველოში 2020 წელს, ასევე, "აჭარა ჯგუფის" მხარდაჭერით ამოქმედდა.