10.სექტემბერი .2019 01:00

კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სასტუმრო დაიწვა

უკან

ავსტრალიაში, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სასტურო დაიწვა. ცეცხლი ლამინგტონის ეროვნულ პარკში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით საღამოს საათებში გაჩნდა.

უცხოური მედიის ცნობით, აალება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნაკრძალის ტერიტორიაზეა მდებარე სასტუმროდან ცეცხლი ტყეზეც გადავიდა. მეხანძრეებს ადგილზე მისვლა უჭირდათ, შესაბამისად, მისი დროული ლოკალიზება ვეღარ მოხერხდა, მაშველებმა ვერტმფრენები გამოიყენეს, თუმცა სასტუმროს დიდი ნაწილი დაიწვა.

აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სასტურმო 1933 წელს იყო აშენებული.