23.იანვარი .2021 18:00

კულუმბეგოვის განცხადებით, მედიკოსებში ვაქცინაციის მაღალი დონე ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობას გაზრდის

კულუმბეგოვის განცხადებით, მედიკოსებში ვაქცინაციის მაღალი დონე ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობას გაზრდის
views 412
უკან

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დასაწყებად მნიშვნელოვნი იქნება რწმენის ამაღლება სამედიცინო პერსონალში, რადგან ისინი თავისთავად დაარწმუნებენ ადამიანებს, რომ აცრა აუცილებელია. საკითხზე მან BMGDRIVE-ში სტუმრობისას ისაუბრა.

„იდეალური გათვლით, ვფიქრობთ, რომ სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში აცრა უნდა გაიკეთოს 65%-მა. ეს მოდის გრიპის ვაქცინაცინის სტატისტიკიდან, ვინაიდან ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და სამედიცინო დაწესებულებებისთვის არის უფასო. 2018-2019 წლებში აცრა გაიკეთა სამედიცინო პერსონალის 30%-მა. მეც მათ რიგში ვიყავი, არ ვიკეთებდი აცრას 2020 წელს გამომდინარე საინფორმაციო კამპანიიდან, ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა. ამიტომ მაჩვენებლად ავიღეთ შუალედური რიცხვი. ყველაზე ბევრ სამუშაოს სწორედ აქ ვხედავ, ექიმებმა უნდა ირმუნონ. არიან ადამიანები, რომლებიც აცრას იმ შემთხვევაში გაიკეთებენ, თუ ტავიანთი ექიმები ეტყვიან ამას“, - განაცხადა გულუმბეგოვმა.

ამასთან, კულუმბეგოვი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს ვაქცინის მიმართ რწმენა გაუმყარდეთ.

„როგორ შეიძლება ვინმე არ ენდობოდეს ვაქცინას, არ მესმის, მსოფლიოში უკვე 42 მლნ დოზა ვაქცინაა გაკეთებული და ტრაგიკული უარყოფითი შემთხვევა არ არსებობს, თორემ პროცესი მთლიანად შეჩერდებოდა. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიკეთე შევადაროთ იმ მცირე ნიუანსებს, რაც შეიძლება გამოვლინდეს, თუნდაც ეს იყოს მხრის ტკივილი ან რამე მსგავსი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა