მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კურაციოს“ პრეზიდენტი: საქართველო ჯანმოს მიერ აკრედიტებულ ნებისმიერ ვაქცინას მიიღებს

602bac7b432ba
ინგა მურუსიძე
16.02.21 15:33
585
საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრეტიდებული და ნებადართული, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინით უზრუნველყოფის საკითხი.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინით უზრუნველყოფა და მოსახლეობასთან ურთიერთობა. ასევე, განვიხილეთ ეპიდემიის შესაძლო განვითარება და საერთაშორისო გამოცდილება, რა ხდება სხვადასხვა ქვეყნებში ამ კუთხით.

საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და ნებადართული. გუშინ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეგისტრაცია გასცა და მისცა გადაუდებელი გამოყენების ნებართვა „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელს. ერთს სამხრეთ კორეაში და მეორეს ინდოეთში. „ასტრაზენეკა“ დაემატა „Pfaizer”-ს, რომელზეც მსგავსი ნებართვა იყო გაცემული. შესაბამისად, ეს უკვე შესაძლებლობას იძლევა, საქართველომ ისაუბროს ამ ვაქცინაზე, მაგრამ ნამდვილად შეიცვლება სიტუაცია, იმიტომ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გეგმაში აქვს, განიხილოს ასევე სხვა ვაქცინებისთვის ავტორიზაციის გაცემა. შესაბამისად, განვიხილავთ, თუ რა არის მოსალოდნელი და საქართველოს კიდევ რომელ ვაქცინებზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.