29.იანვარი .2020 17:30

კურორტ გოდერძიზე "ამბასადორის" $30 მლნ-იანი სასტუმრო შენდება - ფოტოები

views 3840
უკან

მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე "ამბასადორის" ბრენდის ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პირველი კორპუსის გახსნა 2020 წლის 1 დეკემბერს არის დაგეგმილი, - ამის შესახებ BM.GE-ის "ამბასადორი თბილისის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა ცხვიტავამ განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმრო ორ კორპუსში იქნება განთავსებული და სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.



"ამბასადორი გოდერძის" მშენებლობისთვის ჯამში 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პირველი კორპუსის გახსნა 2020 წლის 1 დეკემბერს არის დაგეგმილი, მეორე კორპუსი კი 2021 წლის დეკემბერში გაიხსნება", - უთხრა BM.GE-ის "ამბასადორი თბილისის" აღმასრულებელმა დირექტორმა.

"სასტუმროს ორივე კორპუსი მოიცავს თანამედროვე დიზაინისა და ევროპული სტანდარტების მქონე 215 ნომერს, საკონფერენციო სივრცეებს, სპას, აუზებს, რესტორნებსა და ლაუნჯს. "ამბასადორი გოდერძის" მიზანი თითოეული სტუმრისთვის გამორჩეული სერვისის შეთავაზებაა. ამასთან, ჩვენი დამსვენებლების დამატებითი კომფორტისთვის სასტუმროს ექნება თხილამურების გასაქირავებელი საკუთარი პუნქტი და 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.

სასტუმროების ქსელი "ამბასადორი" ყველა კომპლექსში ("ამბასადორი თბილისი", "ამბასადორი კაჭრეთი") ცდილობს სტუმრებს მაქსიმალურად მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს და ყველანაირი ტიპის მომხმარებლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

რაც შეეხება სეგმენტს - "ამბასადორი გოდერძი" ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრის დაკმაყოფილებას შეძლებს, იქნება ეს ადგილობრივი მომხმარებელი, თუ ტურისტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გოდერძის, როგორც კურორტის, განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. კურორტების პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ერთხელ ჩამოსულ სტუმარს მეორედ სტუმრობის სურვილიც გაუჩნდეს და ამაში კერძო სექტორის ჩართულობა აუცილებელია", - აცხადებს თეა ცხვიტავა.



"ამბასადორი გოდერძი" ქსელის მესამე სასტუმროა, ბრენდი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ოპერირებს თბილისში, სადაც თანამედროვე დიზაინის 120 ნომერს სთავაზობს მომხმარებლებს და - "ამბასადორი კაჭრეთში", რომელიც რეგიონის ყველაზე დიდი სასტუმროა. ამასთან "ამბასადორი" არის პირველი ქართული ქსელი, რომელიც კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა