29.დეკემბერი .2022 15:22

კურორტ გოდერძიზე სათხილამურო სეზონი 31 დეკემბერს გაიხსნება - MTA

კურორტ გოდერძიზე სათხილამურო სეზონი 31 დეკემბერს გაიხსნება - MTA
views 939
უკან

სამთო კურორტ გოდერძიზე სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 31 დეკემბერს გაიხსნება - ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს და კურორტზე სამუშაო საათების გრაფიკს აქვეყნებს.

„ჯადოსნური ამბით ვხვდებით ახალ წელს - 31 დეკემბერს, კურორტ გოდერძიზე სასრიალო სეზონი იხსნება!

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-დან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00 საათამდე

აბონემენტების შეძენა შეგიძლიათ კურორტის სალაროებში.

გელოდებით გოდერძიზე“, - ნათქვამია მთის ტრასების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.