02.თებერვალი.2016 14:38
ეკონომიკა

კურორტ თეთნულდზე სეზონის ბოლომდე, საბაგიროს მომსახურება უფასო იქნება

კურორტ თეთნულდზე სეზონის ბოლომდე, საბაგიროს მომსახურება უფასო იქნება
სვანეთში მდებარე კურორტი თეთნულდი პირველ ვიზიტორებს შაბათ-კვირას მიიღებს. კურორტზე თავდაპირველად 7 კილომეტრიანი სასრიალო ტრასა და ერთი საბაგირო ამოქმედდება. ადგილზე სამუშაოების დასრულება 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. როგორც მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა, "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, კურორტზე ტურისტების მოზიდვის მიზნით, სეზონის ბოლომდე საბაგიროს მომსახურება უფასო იქნება, ასევე უფასო იქნება მესტიიდან თეთნულდისკენ მიმავალი ავტობუსებიც.
 
"პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებდა. ჩვენ მენეჯმენტში გადმოგვეცემა დამთავრებული საბაგირო და სათხილამურო ტრასები. ეს არის კურორტ თეთნულდის პირველი ფაზის დამთავრება. კურორტს სამომავლოდ კიდევ ერთი საბაგირო უნდა დაემატოს, რომელიც მულახიდან ამოვა კურორტზე", - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, კურორტზე ამ ეტაპზე ორი ადმინიტრაციული შენობა და სასადილოა განთავსებული. დამსვენებლებს ღამის გათენება კი მესტიაში შეუძლიათ, რომელიც თეთნულდიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.

თეთნულდის პროექტი ერთდროულად 6 806 დამსვენებლზეა გათვლილი. ახალი კურორტის სათხილამურო ტრასა დასრულების შემდეგ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე უნდა იყოს.

17.ივნისი.2019 20:00
815

საპარტნიორო ფონდმა Credit Suisse-ს 139-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:57
226

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტებს ჩაატარებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:10
599

სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 7.7%-მდე შემცირდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:40
427

პრემიერი: დაახლოებით 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:16
334

"ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი"

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:08
92

ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

ვრცლად