მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტი უწერის გაზიფიცირება 2023 წელს დაიწყება - ონის ვიცე-მერი

61c59e4d52325
ანუკა ჯოხაძე
25.12.21 13:30
922
ზემო რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონში, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები ოფიციალურად ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დასრულდა, თუმცა ამბროლაურის მსგავსად, ონის რაიონის სოფლების ნაწილშიც მილებში ბუნებრივი აირი კვლავ არ არის.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი ნოდარიშვილი BMG-სთან აცხადებს, 2022 წელს დაგემილია ზემო რაჭის 10 სოფლის გაზიფიცირება. მისივე განმარტებით, 2023 წელს უნდა დაიწყოს საკურორტე ზონებში გაზის გაყვანის სამუშაოები.

"ონის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესი დაწყებულია. 2022 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 10 სოფლის გაზიფიცირება. უწერაში გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია 2023 წლის დასაწყისშივე. უწერიდან შოვამდე დიდი მანძილი აღარ არის, შესაბამისად, უწერაში სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შოვის გაზიფიცირება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და გზას, რთული რელიაფია, არის სამეწყერე ზონები, ხშირია მიწისძვრები, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ და კომუნიკაცია გვაქვს გზის შეკეთებაზე, დამცავი ბოგირების გაკეთებაზე და ა.შ", - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის ვიცე–მერი.

ცნობისთვის, 2021 წლის მაისში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი ამბობდა, რომ 2022 წლის ბოლომდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაზიფირებული უნდა იყოს.

ამასთან, 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობამ საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების პროგრამა 2024 წლამდე გააგრძელა. შესაბამისად, მათი განმარტებით, საქართველოს სრული გაზიფირება 2024 წლამდე უნდა მოხდეს.