მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრს მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით მიმართეს.
როგორც „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთის კურორტების ამუშავება, განსაკუთრებით კი გუდაურის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„დაიცავი მთის კურორტების“ ორგანიზებით შემუშავდა მიმართვის ტექსტი, რომელიც ორიენტირებულია არა სეზონის გახსნაზე, არამედ რეალურად არსებული ინფრასტრუქტურის გადარჩენაზე. თუ არ გაიხსნება საბაგირო გზები ვერ შენარჩუნდება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში კრედიტ-კრედიტ, პროცენტ-პროცენტ, წვეთ-წვეთ შენდებოდა. აქ არაფერ სხვაზე საუბარი არ არის, გარდა იმისა, რომ გადავარჩინოთ კურორტები. კონკრეტულად, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კურორტი გუდაური, რომელიც ერთ სეზონიანია და მხოლოდ 3 თვე მუშაობს. რადგან ვერც გასულ ზაფხულს და ვერც მომავალ ზაფხულს ვერ იმუშავებს ეს კურორტი, ვერც წინა სეზონი შედგა უწყლობის-უთოვლობის და პანდემიის გამო, ამიტომ ახლა გუდაურის ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს გიორგი სალუქვაძე.
„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელის თქმით, კომპანიებმა „პოლსპორტმა“ და „გუდაურამ“ აწარმოეს კვლევა, რომლის მიხედვით კურორტების გახსნა საფრთხის შემცველი არ არის. მისივე თქმით, კერძო სექტორი დარწმუნებულია, რომ პრემიერი მთის კურორტებთან მიმართებაში არსებული მდგომარეობის საქმის კურსში არ არის, ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.
„გვქონდა გარკვეული შეხვედრები სხვადასხვა რგოლებთან, თუმცა გარკვეულ გულგრილობას წავაწყდით. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა მიმართვის ტექსტი და მოვსულიყავით კანცელარიაში, რათა მივმართოთ ბატონ პრემიერს და პირადად შევხვდეთ და გავაცნოთ კვლევის შედეგები, რომელიც „პოლსპორტმა“ და გუდაურამ ჩაატარა. კვლევის დონეზე გვიჭირავს დასკვნა, რომ ამ წუთას კურორტის ამუშავება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
კურორტზე მუშაობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ჩვენი გადაადგილება თბილისის პარკებსა თუ მაღაზიებში და ა.შ.
ჩვენ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პრემიერი არ არის ამ საკითხით პირადად დაკავებული და ის პირადად უნდა დაინტერესდეს. ფიზიკურ გადარჩენაზეა აქ საუბარი“, - აღნიშნა მან.
გიორგი სალუქვაძე ამბობს, რომ მთის კურორტებს მოსალოდნელი გახსნისთვის დრო სჭირდებათ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.
„თუ ხვალ ან მაქსიმუმ ორშაბათს არ დაანონსდა კურორტების ამუშავება, ასე არ არის რომ ხვალიდან უცბათ ჩაირთოს, ეს გულისხმობს ტრასების მომზადებას, ბიზნესის ადაპტირებას და მომზადებას არსებულ რეგულაციებზე, რასაც მინიმუმ ერთი კვირა მაინც სჭირდება, ამიტომ ვითხოვთ ჩვენ პრემიერის ჩართულობას და შეხვედრას“, - უთხრა ჟურნალისტეს „გადავარჩინოთ მთის კურორტების“ დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი