მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

62fa556145259
BM.GE
15.08.22 18:15
669
კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით - 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.