"დღე არ გავა, რომ რომელიმე დიდმა კომპანიამ ერთმანეთში არ განვახორციელოთ ზარი და ვუთხრათ, რომ აი ამ მიმართულებით მიჭირს, კადრები არ მყავს და ხომ არ შეგიძლია გუნდი მომახმარო. ბაზარზე კვალიფიციური კადრების ძალიან დიდი დეფიციტია " - ამის შესახებ გადაცემა რედაქტ2-ში ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი საუბრობს.
როგორც გიორგი მირცხულავა ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინება ხდება. ეს პროცესი კი განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში შეიმჩნევა, როცა კომპანებს გარკვეული პერიოდი გაჩერება მოუწიათ და პროექტებს ვეღარ ახორციელებდნენ.
„სპეციალისტები, რომლებიც წლები მუშაობდნენ შენთან, მიდიან უცხოეთში, რადგან უფრო კარგი სახელფასო შემოთავაზება აქვთ. თუ არ გყავს კვალიფიციური კადრი, პროექტს ვერ განახორციელებ. თვეობით ვეძებთ კადრებს. ფაქტობრივად კომპანიები ერთმანეთს ვპარავთ თანამშრომლებს, იმდენად პრობლემურია ჩვენს სექტორში კვალიფიციური მუშახელი.
აქ არის ჩვენი და სახელმწიფოს ძალისხმევა საჭირო, რომ რაღაც ერთობლივი პროექტები შეიქმნას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ იყო ამის პრეცედენტი, როცა კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთად ცდილობდა რაღაც ინსტიტუციონალურურად შეგვექმნა სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, სადაც მოხდებოდა კვალიფიციური კადრების აღზრდა.
ელემენტარული შემდუღებელი ქვეყანაში პრობლემაა. შეიძლება კარგი შემდუღებელი ვერ იპოვო და გვიწევს უფრო ძვირად თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ,“-აცხადებს გიორგი მირცხულავა.
მისი თქმით, საგანმანათლებლო კუთხით მნიშვნელოვანია ბიზნესის აქტიურობა, რათა ახალგაზრდები დაინტერესდნენ იმ სფეროთი, რომლის სახელფასო ანაზღაურება არც თუ ისე ცოტაა.
„დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ ტექნიკური კუთხით იმ სტუდენტებისთვის, ვისაც აქვს ამბიცია ინფრასტრუქტურაში იყვნენ, „ენერგონის“ კარი ღიაა. შევეცდებით ხელი შევუწყოთ ფასიანი სტაჟირების კუთხით. თუ გამოიჩენს ფხას და დაგვანახებს, რომ მოწადინებულია, დასაქმდება.
ხელფასები სამშენებლო სექტორში საკმაოდ მაღალია, შესაბამისად საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ახალი თაობისთვის. გამოცდილი ოპერატორის, გამოცდილი შემდუღებლის, ბეტონის გუნდების, ბრიგადირების ხელფასები საკმაოდ შთამბეჭდავია და გვერდზე დაუდგება საშუალო დონის საბანკო სფეროს ხელფასებს.
აქ ალბათ ჩვენც ვაკლებთ. უფრო მეტი საგანმანათლებლო აქტივობებია საჭირო, რომ დავანახოთ რა პერსპექტივებია სამშენებლო სექტორში,“-აცხადებს „ენერგონის“ გენერალური დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება