მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვამლისა და ფერფლის გარეშე - მწეველთა შესაძლებლობა, თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას

610d11161d640
BM.GE
06.08.21 14:37
1621
სიგარეტის წვის დროს გამოიყოფა კვამლი - რთული ნაერთი, რომელიც 6000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათგან 100 კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიურ ნივთიერებად სახელდება. მათგან 70-მდე კი კარცეროგენს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი არის არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული მავნე ნივთიერებები.

თამბაქოს წვა 800°C-ზე ხდება, შედეგად მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია და გამოიყოფა დიდი რაოდენობით ქიმიური ნაერთი. თუმცა, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წვის ფაქტორის უგულებელყოფას ახდენს. შედეგად, წვის ნაცვლად, იყენებს გახურების ტექნოლოგიას.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები 350°С-მდე ახურებს სპეციალურად მოწყობილობისთვის შექმნილ თამბაქოს ღერებს, შედეგად, კვამლის ნაცვლად გამოყოფს ნიკოტინსა და აეროზოლს, რომელიც, საშუალოდ, 90-95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცვას. შემცირებული ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა კი შემცირებულ ზიანს გულისხმობს.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მსგავსად, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები - ელექტრონული სიგარეტები თამბაქოს ნაცვლად ახურებს სპეციალურად შექმნილ სითხეს და უზრუნველყოფს ნიკოტინის მიწოდებას.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების შესაძლო უპირატესობებს აღიარებენ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, როგორებიც არის: აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შოტლანდიის ჯანდაცვის სააგენტოები.

"მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ამცირებს ორგანიზმზე განხორციელებულ უარყოფით ზეგავლენას, თუმცა, ის არ არის სრულიად უსაფრთხო. მაგრამ, მეცნიერული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა ტრადიციულ მოწევასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს," - წერია Public Health England-ის განცხადებაში.