არ ვაპირებთ ამ ჯარიმების გადახდას - ამის შესახებ BM.GE-ს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 16 კვების ობიექტისთვის გაწერილი 10 000 ლარიანი ჯარიმების შესახებ საუბრისას განუცხადა.
მისი განმარტებით, ეს ჯარიმები თითიდან გამოწოვილი და უსამართლოა, ამიტომ ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
„დაჯარიმებები რატომღაც პედაგოგიკის ყველაზე კარგ წესად ჰგონიათ წესების დამცველებს. არ ვაპირებთ ამ ჯარიმების გადახდას. ყველამ გაასაჩივრა ეს ჯარიმები, რადგან ისინი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უკანონოდ არის გამოწერილი, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით არიან დაჯარიმებულები.
შრომის ინსპექცია ყველა შემთხვევაში თავს გაიმართლებს და იტყვის, რომ ეს ჯარიმები მართებული იყო, თუმცა, ეს საკითხი სასამართლოში გაირჩევა და იმედი გვაქვს სასამართლო დამოუკიდებელი იქნება“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
შეგახსენებთ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, 16 რესტორანი, რომელიც 10 000 ლარით დაჯარიმდა, არ იცავდა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შედგენილ რეკომენდაციებს, რითიც მოქალაქეების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ