მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების ობიექტმა "პომ" პანდემიის მიუხედავად, ახალი ფილიალი გახსნა

5eb9831966121
ნუცა ბაზლიძე
11.05.20 23:00
1895
აზიური კერძების რესტორანმა „პომ“, პანდემიის ფონის მიუხედავად, ახალი ფილიალი გახსნა. შესაბამისად, კომპანია, ჯამში უკვე 4 ფილიალითაა წარმოდგენილი - ამის შესახებ BM.GE-ის „პოს“ დირექტორმა ლაშა კურტანიძემ განუმარტა.

კვების ობიექტი „პო“, პანდემიის გამო ონლაინმომსახურებაზე გადაერთო, შესაბამისად, ახალი ფილიალიც სწორედ ონლაინგაყიდვების თვალსაზრისით ამოქმედდა. ამასთან, ამ ეტაპზე, პროდუქციის ადგილზე შეძენა და წაღება შესაძლებელია, სამომავლოდ კი, გათვალისწინებულია, რომ კომპანიის ოთხივე ფილიალმა მომხმარებლებს ჩვეული რეჟიმით უმასპინძლოს.

როგორც გავარკვიეთ, „პოს“ ახალი ფილიალი ვარკეთილში, ჯავახეთის 81 ნომერში არის გახსნილი.

„ახალი ფილიალის ტექნიკური საკითხები უკვე დასრულებული გვქონდა, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა ხნით პროექტი გავაჩერეთ და ახლა კი გადავწყვიტეთ, გავეხსნა“, - განმარტავს ლაშა კურტანიძე.

მისივე განმარტებით, ფილიალის დამატება, მოთხოვნის თვალსაზრისით, დადებითი გავლენის მქონდე აღმოჩნდა, თუმცა, ზოგადად, კორონავირუსის ფონი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა. მათ სამუშაო საათების შემცირებაც მოუხდათ, რამაც, ფაქტობრივად, გაყიდვების განახევრება გამოიწვია.

„დღის მეორე ნახევარში, საკმაოდ დიდი მოთხოვნა გვქონდა და ეს დავკარგეთ“, - ამბობს ლაშა კურტანიძე.
როგორც „პოს“ დირექტორი აღნიშნავს, პარალელური ონლაინგაყიდვები ისედაც იყო კომპანიის ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, მისივე განმარტებით, სამომავლოდ კომპანია პირადი მიტანის სერვისის ამუშავებასა და დამატებასაც გეგმავს, ემ ეტაპზე კი „ვოლტთან“, „გლოვოსა“ და Menu.ge-სთან თანამშრომლობს.

ცნობისთვის, როგორც გავარკვიეთ, კომპანიის პირველი ფილიალი 3 წლის წინ გაიხსნა. კომპანია, ჯამში დაახლოებით 20 ადამიანს ასაქმებს.